ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თევზის უიშვიათესი სახეობა “ტბის კალმახი” აღმოაჩინეს

13 აგვისტო, 2015 • 2100
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თევზის უიშვიათესი სახეობა “ტბის კალმახი” აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, თევზის ამ სახეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, “ტბის კალმახი” საქართველოში გადაშენებულად მიიჩნეოდა.

 

სამინისტროს ცნობით, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოპოვებული თევზის სახეობა მიეკუთვნება ტბის კალმახის კლასიკურ ფორმას (SALMO LACUSTRIS VAR ROMANOVI).

 

სამინისტროს ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს.

 

უწყება აცხადებს, რომ სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური უიშვიათესი ჯიშების აღმოსაჩენად ექსპედიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.

 



ე.წ. რომანოვის კალმახის ეგზემპლარი.თითქოსდა გადაშენებული იყო. ფოტო გადაღებულია ამ დღეებში მიმდინარე კვლევისას. მადლობ…

Posted by გიგლა აგულაშვილი on Wednesday, August 12, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი