ევერესტის მწვერვალი ექსპედიციის დარჩენილი სეზონისთვის ნეპალის მთავრობამ კორონავირუსის გამო დახურა. ინფრმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ნეპალის მთავრობამ მწვერვალზე ასვლის ყველა ნებართვა შეაჩერა – 14 მარტიდან 30 აპრილამდე. ამგვარი ზომები უკვე მიიღო ჩინეთმა, რომელიც მწვერვალს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.
Kathmandu Post-ის ცნობით, ნეპალის მთავრობა, მხოლოდ ევერესტზე ასვლის ნებართვების გაცემით 4 მილიონ აშშ დოლარს იღებს.
ამგვარად, შეზღუდვები დაეტყობა ნეპალის შემოსავლებს, ისევე როგორც ადგილობრივ გიდებს, რომელთათვისაც მწვერვალზე ტურისტების აყვანა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
ნეპალში ამჟამად კორონავირუსის მხოლოდ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ მეზობელ ინდოეთში 70 შემთხვევა ფიქსირდება.
13 მარტისთვის ცნობილია დაახლოებით კორონავირუსით 130 000 დაავადებულსა და 4 600-ზე მეტ გარდაცვლილზე.
საქართველოში ფიქსირდება დაავადების 25 შემთხვევა.







