ახალი ამბები

სესხების გადავადებას კლიენტებს ვითიბი ბანკიც სთავაზობს

13 მარტი, 2020 • 1024
სესხების გადავადებას კლიენტებს ვითიბი ბანკიც სთავაზობს

ვითიბი ბანკი ფიზიკურ პირებს, აგრეთვე  მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ვითიბი ბანკი,  შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე სხვა ვალუტაში. 

მომავალი კვირიდან, ვითიბი ბანკი, დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, ვითიბი ბანკის მომხმარებელს, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საბანკო სერვისი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით”, – ნათქვაამია ვითიბის განცხადებაში.

ვითიბი უკვე მე-4 ბანკია, რომელიც მომხარებლების ნაწილს აღნიშნულ ინიციატივას სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი