ახალი ამბები

თურქეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევაა, გადაიდო სწავლა

13 მარტი, 2020 • 1228
თურქეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევაა, გადაიდო სწავლა

თურქეთში კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ანადოლუ“ ავრცელებს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მეორე დაავადებული იყო პირველი დაავადებულის ახლო წრიდან და შესაბამისმა უწყებებმა მასთან მიმართებაში საჭირო ზომები გაატარეს.

გარდა ამისა, თურქეთის განათლების მინისტრის თქმით, ქვეყნის სკოლებსა და უნივერსიტეტეტბში 16 მარტიდან სწავლა შეჩერდება, ხოლო 23 მარტიდან სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება წარმოებული.


მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსის 130 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4000-ზე მეტი ადამიანი.

25 ლაბორატორიულად დადასტურებული დაავადების შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი