ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ფიქრობენ, რომ მესის დანახვის გამო აფხაზეთიდან თბილისში არ უნდა ჩამოსულიყვნენ

12 აგვისტო, 2015 •
სოხუმში ფიქრობენ, რომ მესის დანახვის გამო აფხაზეთიდან თბილისში არ უნდა ჩამოსულიყვნენ

მისი თქმით, არასწორია დამოკიდებულება, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა.

 

“სულ ახლახანს ჩვენმა ნაკრებმა ვერ შეძლო მოხვედრა ConIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამას აპროტესტებდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთის სიყვარული საჭიროა, თუმცა, თბილისში გამართულ მატჩზე ჩვენი ახალგაზრდები არ უნდა წასულიყვნენ. გასათვალისწინებელია არსებული რეალიები და ის, რომ ჩვენ ჯერ ისევ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით”, – აცხადებს ინალ ხაშიგი. 

 

როგორც ჟურალისტი ამბობს, ფეხბურთელ ლეონელ მესის ნახვის გამო არ უნდა დაევიწყებინათ აფხაზეთის მიერ გაღებული მსხვერპლი. 

 

“არ ვისურვებდი, ეს ახალგაზრდები მოღალატეებად შერაცხონ, თუმცა, ეს მაინც ის საქციელია, რომლის ჩადენამდეც დაფიქრება იყო საჭირო”, – ამბობს ჟურნალისტი. 

 

რა რაოდენობის მოქალაქე ჩამოვიდა თბილისში გამართულ მატჩზე, ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება. 


ინალ ხაშიგი; ფოტო: Sputnik-abkhazia
ინალ ხაშიგი; ფოტო: Sputnik-abkhazia


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  
  


მასალების გადაბეჭდვის წესი