ახალი ამბები

კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

12 მარტი, 2020 • 1483
კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კორონავირუსის რისკის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ტრუდოს ცოლს დაეწყო თავად ჯასტინ ტრუდოს კი ჯერჯერობით სიმპტომები არ აღენიშნება.

BBC-ს თქმით, კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში რჩებიან და ანალიზის პასუებს ელოდებიან.

ტრუდო მუშაობას სახლიდან აგრძელებს, დაგეგმილი შეხვედრები კი თვითიზოლაციის გამო გადაიდო.

ამჟამად კანადაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი