ახალი ამბები

“ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

12 მარტი, 2020 • 1979
“ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ყველა რეკომენდაცია უნდა იქნეს გათვალისწინებული.

დეკანოზი კვლავ აღნიშნავს, რომ საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს, თუმცა ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ზიარება არ ნიშნავს, რომ ადამიანს არაფერი დაემართება:

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვამბობთ, წმინდა ნაწილებით არ შეიძლება გვეშინოდეს დაავადებისა, იმავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება. შესაძლებელია ზიარების რიგში დგომისას ვიღაცისგან დასნეულდეს ადამიანი. ამაზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა წესი უნდა იქნეს გათვლაისწინებული რაც რეკომენდაციით იქნება გათვალისწინებული” – ამბობს დეკანოზი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი