აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ფეხბურთელს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. 


9 აგვისტოს ბაქოს საავადმყოფოში მიყენებული ტრავმების შედეგად ჟურნალისტი, რასიმ ალიევი გარდაიცვალა. ის ფეისბუქში “გაბალას” ფეხბურთელის, ჯავიდ ჰუსეინოვის მისამართით გამოთქმული მოსაზრების გამო, ფეხბურთელის მეგობრების ჯგუფმა სცემა. გამოძიების ცნობით, ყველა მათგანი დაკავებულია.


გუშინ,10 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანს



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *