საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერზე stopcov.ge არის გამოქვეყნებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. თუმცა, სხვა დეტალი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 პაციენტი, 49 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.