ახალი ამბები

შსს: ფონიჭალაში ანტინარკოტიკული სპეცოპერაციისას 2 პოლიციელი დაჭრეს

11 აგვისტო, 2015 •
შსს: ფონიჭალაში ანტინარკოტიკული სპეცოპერაციისას 2 პოლიციელი დაჭრეს

უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ერთი დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.  

 

შსს–ს ცნობით, დაჭრილი პოლიციელებიდან ერთ–ერთს ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში რჩება, ხოლო მეორე კი – გამოწერეს. “რუსთავი 2–ის” ინფორმაციით, პოლიელები ცივი იარაღით დაჭრეს. 

 

სპეცოპერაციასთან დაკავშრებით შსს–ში დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი