ახალი ამბები

პიცერიამ ინფექციურის ექიმებს პიცა მიუტანა

12 მარტი, 2020 • 3122
პიცერიამ ინფექციურის ექიმებს პიცა მიუტანა

თბილისში მომუშავე პიცერიამ ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს პიცა მიუტანა. როგორც კომპანია “პიცალანდიას” მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “ამ დღეების განმავლობაში ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ ჩვენი ექიმები, ექთნები და შესაბამისი სამსახურები, წარმოუდგენელ სირთულეებს უმკლავდებიან და ზრუნავენ ჩვენზე”.

“პიცალანდიას” გუნდმა თავი ვალდებულად ვიგრძენით, არა მხოლოდ სიტყვებით გამოვხატოთ მადლიერება, არამედ მცირედით გავახალისოთ და გავამხნევოთ ისინი.

შესაბამისად დღეს ინფექციური საავადმყოფოს მედ- პერსონალს, სადილზე ჩვენი გემრიელი პიცები გავუგზავნეთ!

ვფიქრობთ, კარგი იდეაა სოციალური კამპანია დავიწყოთ, სამედიცინო პერსონალის გასამხნევებლად და მხარდასაჭერად, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ 27/7-ზე”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის დამფუძნებელი, იტალიელი არმანდო ვოლდო “იმედთან” ამბობს, რომ ყველა ისე უნდა დაეხმაროს სამედიცინო პერსონალს როგორც შეუძლია.

“დღეს ყველასთვის მძიმე დროა არამხოლოდ იტალიელებისთვის. მხარდაჭერა მხოლოდ ექიმებს კი არა მთელ საზოგადოებას სჭირდება. ვფიქრობ, დახმარებისთვის ახლა კარგია დროა. ჩემს ქვეყანაში [იტალია] ახლა მძიმე დროა, ვნერვიულობ ჩემს ოჯახზე. ამას ძალიან განვიცდი. ყველა უნდა დაეხმაროს სამედიცინო პერსონალს ისე როგორც შეუძლია”, – ამბობს ვოლდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი