ახალი ამბები

14 აპრილის ჩათვლით პრობაციონერები ბიუროში გამოცხადებისგან თავისუფლდებიან – წულუკიანი

12 მარტი, 2020 • 1126
14 აპრილის ჩათვლით პრობაციონერები ბიუროში გამოცხადებისგან თავისუფლდებიან  – წულუკიანი

პრობაციონერები დღეიდან, 12 მარტიდან 14 აპრილის ჩთვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა:

“დღეიდან [12 მარტი], 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება” – განმარტა წულუკიანმა.

კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე დღეს, 12 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა საჯარო და კერძო სტრუქტურას დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი