ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს, შემდეგ კი ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა, ქართველ კოლეგასთან ერთად, “დინამო არენაზე” UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.
UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს 22:45 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან. როგორც “ბარსელონა”, “ისე “სევილია” თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ.