ახალი ამბები

როგორ ებრძვიან კორონავირუსის გავრცელებას ევროპაში

12 მარტი, 2020 • 1444
როგორ ებრძვიან კორონავირუსის გავრცელებას ევროპაში

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების 124 518 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადება მსოფლიოს 118 ქვეყანაში დაფიქსირდა და მსოფლიო ჯანდაცვს ორგანიზაციამ მდგომარეობა პანდემიად შეაფასა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ დაავადების გავრცელების რისკების შესამცირებლად განსაკუთრებული ზომები მიიღო. ნეტგაზეთი გთავაზობთ ევროპის იმ 10 ქვეყნის მიდგომას, სადაც დაავადება ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

მილანი, იტალია. ფოტო: EPA-EFE/MATTEO BAZZI

იტალია

იტალია, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 12 460 დადასტურებული შემთხვევა აღრიცხული.

დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, 12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

პრემიერმინისტრის თქმით, ქარხნებს მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა ყველა საწარმომ უნდა დაიცვას უსაფრთხოების მაღალი ზომები. ასევე, პრემიერმა პირობა დადო, რომ საჯარო ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება.

“გარანტირებული იქნება ტრანსპორტი, საბანკო, სადაზღვევო და საფოსტო მომსახურება,” – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა. ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 827-ია. ბოლო 24 საათში 2 000 ადამიანით გაიზარდა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი. ამ დროისათვის ოფიციალურად ვირუსი 12 462 ადამიანს აქვს.

პარიზი, საფრანგეთი ფოტო: EPA-EFE/IAN LANGSDON

საფრანგეთი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში იტალიის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა – 2 269, საფრანგეთში ფიქსირდება.

ჯერ კიდევ 29 თებერვალს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცლებლად, საფრაგეთის მთავრობამ აკრძალა ყველა სახის შეკრება სადაც 5 000 ადამიანზე მეტი იყრიდა თავს. თანამშორმლების პროტესტის გამო რამდენიმე დღით დაიხურა ლუვრი. თუმცა, მუზეუმი მოგვიანებით გაიხსნა , ვიზიტორებს კი მოუწოდებენ, თუ თავს ცუდად გრძნობენ ან დაინფიცირებული ტერიტორიიდან მოგზაურობენ, ლუვრში მისვლისგნა თავი შეიკაონ.

განსაკუთრებული ზომები მიიღეს ეიფელის კოშკში ვიზიტორებისთვისაც. ტურისტებს მოუწოდებენ, რომ ბილეთები ონლაინ ან ბარათით შეიძინონ და არ გამოიყენონ ნაღდი ფული. ამ დრომდე მუშაობას აგრძელებს პარიზის დისნეილენდი მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

მადრიდის საუნივერსიტეტო კამპუსი, ესპანეთი. ფოტო: EPA-EFE/BALLESTEROS

ესპანეთი

ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 140 დადასტურებული შემთხვევაა. როგორც Reuters წერს, ესპანეთის მთავრობამ იმ რეგიონში ,სადაც დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული, აკრძალა შეკრებები, სადაც 1 000 ან მეტი ადამიანი იყრის თავს.

ამასთან, “ლა ლიგის” შეხვედრები დროებით შეწყდა. მუშაობა შეწყვიტა ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, რადგან ერთ-ერთ დეპუტატს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამასთან, მთავრობა მოუწოდებს კერძო კომპანიებს, თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ.

ორი კვირით დაიხურა სკოლები და სასწავლო დაწესებულებები მადრიდის რეგიონში.

ესპანეთმა ასევე შეყვიტა ავიამიმოსვლა იტალიასთან და მოქალაქეებს მოუწოდა, გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში საერთაშორისო ვიზიტებისგან თავი შეიკავონ.

ბარბერინის გალერეა, გერმანია. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN

 გერმანია

12 მარტის მონაცმებით, გერმანიაში კორონავირუსის 1 567 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, როგორც “გარდიანი” წერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიკეტება თეატრები, საკონცერტო და საოპერო დარბაზები სააღდგომო დღესასწაულების დასრულებამდე. ქვეყნის 16 რეგიონში კი აიკრძალა შეხვედრები, რომელშიც 1 000 ან მეტი ადამიანი მონაწილეობს.

გერმანიიდან ასევე აიკრძალა დამცავი საშუალებების, როგორიცაა პირბადე და ა.შ. ექსპორტი.

ვირუსოლოგიის ლაბორატია, ჟენევა, შვეიცარია. ფოტო: EPA-EFE/SALVATORE DI NOLFI

შვეიცარია

ბოლო მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 645 შემთხვევაა გამოვლენილი. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მისალმებისას ერთმანეთის გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე გაუქმდება დიდი შეხვედრები, რომლებშიც 1 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

თუმცა გარკვეულ მინიციპალიტეტებში უფრო მკაცრი ზომებია მიღბული. მაგალითად, ბერნში ორგანიზაციებს მოუწევთ, 1 000 მონაწილეზე ნაკლები ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი მისი გაუქმდება.

გამკაცრებულია ზომები აეროპორტებშიც. დაავადების მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს ჯანმრთელობის მდგომარეობას აეროპორტში შეუმოწმებენ.

ნიდერლანდები. ფოტო: EPA-EFE/ROB ENGELAAR

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ამ დრომდე COVID-19-ის  503 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას მოუწოდებენ, ჰიგიენის წესები დაიცვან. კერძო კომპანიებს კი თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაჰყავთ.

ქვეყანაში გაუქმდა საფეხბურთო მატჩები და აიკრძალა მასობრივი შეკრებები, მათ შორის, გადაიდო ფესტივალები და კონცერტები.

შვედეთი

12 მარტის მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსის 461 შემთხვევაა დადასტურებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეწყდება ყველა რონისძიება, რომელშიც 500 ადამიანზე მეტი მონაწილეობს. აკრძალვა ასევე შეეხება საკონცერტო დარბაზებს, ღამის კლუბებსა და სხვა დაწესებულებებს, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს.

ამასთან, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სპორტული დარბაზი. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოხუცთა სახლებში ვიზიტორების მიღება შეიზღუდა. ვირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.

დანია

დანიაში COVID-19-ის 442 შემთხვევაა დადასტურებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერდა ავიამიმოსვლა მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლა და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება. საჯარო მოხელეები კი, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში არ მუშაობენ, შინ გაშვეს.

ამასთან, ორი კვირის ვადით დაიხურა კულტურული დაწესებულებები და აიკრძალა შეკრებები, რომელშიც 100 ადამიანამდე მონაწილეობს.

დიდი ბრიტანეთი ფოტო: EPA-EFE/FACUNDO ARRIZABALAGA

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 373 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორის ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრიცაა.

ქვეყანა გამკაცრებული ზომების მიღებას გეგმავს. ახალი გეგმის მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, 10-დან 14 დღემდე პერიოდში ამოქმედდება, სოციალური დისტანცირების ზომებს მიიღებს, რაც სასწავლო დაწესებულებების დახუვრას და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს.

ამ ეტაპზე ბრიტანეთში ყველა პირს, რომელიც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევენ.

ბელგია

ბელგიაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 314 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადების გავრცელების თავიდან ასახილებლად მთავრობა მოუწოდებს დასაქმებულებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ღონისძიებები კი, რომელშიც 1 000-ზე მეტი ადამანი მონაწილეიბს, გაუქმდა. გაუქმდა სასკოლო ექსკურსიებიც, თუმცა სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება ამ დრომდე მთავრობას არ მიუღია.

სოციალურ ქსელებში ბელგიის მთავრობას არასაკმარისი ზომების მიღების გამო აკრიტიკებენ. Twitter-ზე მოქალაქეები კრიტიკულ პორსტებს “ბელგია, დარჩი სახლში” ჰეშთეგის ქვეშ ავრცელებენ (#stayhomeBelgium).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი