ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში იტალიიდან ჩასულ 3 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს

12 მარტი, 2020 • 1916
სომხეთში იტალიიდან ჩასულ 3 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს

“სომხეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოავლინეს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კორონავირუსი იტალიიდან ჩასულ სომხეთის ორ და იტალიის ერთ მოქალაქეს დაუდგინეს.

აქვე ფაშინიანი განმარტავს, რატომ არ შეაჩერა ქვეყანამ ფრენები იტალიასთან. მისი განმარტებით, იტალიიდან მოქალაქეები სხვა ქვეყნების გავლითაც მარტივად ჩამოვიდოდნენ.

“ამ ლოგიკით ყველა დანარჩენი მიმართულებითაც უნდა ჩაგვეკეტა საჰაერო მიმოსვლა, რამდენადაც სხვა ევროპულ ქალაქებშიც ვრცელდება კორონავირუსი. ამჟამად, ავიაკომპანიებმა თავად შეწყვიტეს იტალიაში ფრენები.

სომხეთში 12 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა. საქართველოში – 24.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი