ახალი ამბები

ტყუილია, რომ ქალაქს ვერტმფრენებიდან შეწამლავენ

11 მარტი, 2020 • 1337
ტყუილია, რომ ქალაქს ვერტმფრენებიდან შეწამლავენ

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს ღამით ქალაქს ვერტმფრენებიდან შეწამლავენ, ტყუილია.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ, სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს, ვერტმფრენებიდან ქალაქსი დეზინფექციის შესახებ ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი