ახალი ამბები

პრემიერის შვილები და სხვა ბავშვები დინამო არენაზე მესის ავტოგრაფებით [ვიდეო]

10 აგვისტო, 2015 • 3413
პრემიერის შვილები და სხვა ბავშვები დინამო არენაზე მესის ავტოგრაფებით [ვიდეო]

იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ბარსელონას ლიდერებთან ახლოს აღმოჩნდნენ, ირაკლი ღარიბაშვილის შვილები, ნიკოლოზი და ანდრიაც იყვნენ. ასე სულ დაახლოებით 20-მდე ბავშვს გაუმართლა.

ბარსელონას ვარჯიშს მედიის აკრედიტებული და უეფას წარმომადგენლები, ასევე სტადიონზე მომუშავე ადამიანები და ის პირებიც ესწრებოდნენ, ვისაც ე.წ. დროებითი საშვები ჰქონდათ.

რა პრინციპით მოხდა ადამიანების დაშვება ბარსელონას ვარჯიშზე? – ამ კითხვას სფფ-ს პრესსამსახურში ვერ პასუხობენ. ბავშვებთან ერთად მოედნის შესასვლელთან ჩანს ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და “დინამოს” ყოფილი მენეჯერი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

უეფას სუპერთასისათვის ბარსელონასა და სევილიას დაპირისპირება თბილისში, დინამო არენაზე 11 აგვისტოს გაიმართება. 10 აგვისტოს არენაზე გუნდებმა ვარჯიში და პრესკონფერენციები გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი