ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

11 მარტი, 2020 •
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“სამწუხაროდ, კლების ტენდენცია არ გვაქვს. მატების ტენდენცია გვაქვს, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ გვექნება შემთხვევები. 39 ნიმუში იყო შემოტანალი ლუგარის ლაბორატორიაში და გზაში დამაწიეს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, 24-ე პაციენტს კავშირი აქვს იტალიასთან, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ ჯგუფთან. თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი