ახალი ამბები

თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

11 მარტი, 2020 • 1310
თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

ზუგდიდის რაონულ სასამართლოში მყოფი ორი ადვოკატის განცხადებით, ისინი კორონავირუსის გავრცლების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა დღეს, 11 მარტს სასამართლო პროცესზე გამოცხადდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ადვოკატებმა თვითიზოლაციაში ყოფნის საფუძველზე სხდომის გადადება ითხოვეს:

“მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლებმა ადვოკატების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ შეიტყვეს მყისიერად იმოქმედეს და სთხოვეს შენობის დატოვება. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ადვოკატი სხდომათა დარბაზში შევიდა და თავად წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე”, – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფაქტის შესახებ შესაბამის სამსახურებს შეატყობინა, მათ შორის საპატრულო პოლიციას, მათ კი ადგილზე შეისწავლეს არსებული ვითარება. ამის შემდეგ სასამართლოს შენობაში სადეზინფექციო სამუშოები ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი