ახალი ამბები

COVID-19-გან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება ხვალ დადასტურდეს – იმნაძე

11 მარტი, 2020 • 2815
COVID-19-გან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება ხვალ დადასტურდეს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ხვალ 12 მარტს კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს.

იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში თქვა, რომ პირველ ინფიცირებულს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, ინფექციის „ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა“.

„უკვე გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. მსუბუქ შემთხვევაში ავადმყოფობა, ისევე როგორც საინკუბაციო პერიოდი – 14 დღეს გრძელდება. სიმპტომები მას აღარ აქვს 2 დღეა, საერთოდ არავითარი, ამიტომ უკვე მოხდება მისი ტესტირება –  24 საათის განმავლობაში ორჯერ ანუ დღეს და ხვალ. თუ ეს პასუხი იქნება უარყოფითი ის გაეწერება ჩვეულებრივ,“ – ამბობს იმნაძე.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 298 მოქალაქე კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 46 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი