დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) აქვეყნებს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ახალი კორონავირისუსი გავრცელების დროს.
NCDC-ის რეკომენდაციების მიხედვით:
- თუ საჭიროდ ჩაითვალა თქვენი თვითიზოლაციაში ყოფნა, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით;
- ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს;
- ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა მავნე ნივთიერებები. თუ გაქვთ შფოთვა, დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 113 ქვეყანაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირების 118 162 შემთხვევა. აქედან 80 955 შემთხვევას ადგილი ჰქონდა ჩინეთში. ახალი კორონავირუსით 4 290 ადამიანი დაუღუპა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების 23 დადასტურებული შემთხვევაა. 298 ადამიანი იმყოფება კარანტინის რეჟიმში, 46 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.