ახალი ამბები

“მთავარი არხის” ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს

11 მარტი, 2020 • 3048
“მთავარი არხის” ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

საუბარია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან ჩაწერილ ინტერვიუზე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინტერვიუ კი ჟურნალისტმა ორი დღის წინ ჩაწერა.

ნოდარ მელაძე წერს, რომ არხმა სიუჟეტის მომზადების პროცესში გაიგო იმის შესახებ, რომ რესპონდენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა: “და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა”.

სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ის ინტერვიუს დროს პირბადით იმყოფებოდა და იცავდა დისტანციას. ის 2-კვირით კარანტინში საჩხერეში დარჩება. როგორც ტელეარხში აცხადებენ, აღნიშნული ჟურნალისტი ხელფასს ჩვეულებრივ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი