კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აზერბიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, ნოვრუზ ბაირამზე დაგეგმილი ღონისძიებები ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში, გააუქმოს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, უახლოეს პერიოდში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკავონ ქვეყნებმა“, – ნათქვამია კორონავირუსის საკითხებზე აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილი შტაბის განცხადებაში.

11 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული.