ახალი ამბები

კორონავირუსის გამო საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა

11 მარტი, 2020 • 661
კორონავირუსის გამო საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა

მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

“ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი