ახალი ამბები

კორონავირუსზე სასაუბროდ დაგეგმილი კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდა

11 მარტი, 2020 • 1378
კორონავირუსზე სასაუბროდ დაგეგმილი კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდა

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა კონფერენცია, რომელიც ამ ვირუსის პირობებში ბიზნესის გამოწვევებს ეხებოდა.

მრგვალი მაგიდა “ბიზნესის კეთება კორონავირუსის პირობებში” პარასკევს უნდა გამართულიყო ნიუ იორკში. კომპანიამ, რომელიც ამ ღონისძიებს აორგანიზებდა, სხვა კონფერენციებიც გააუქმა (3 აპრილამდე) კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

ბლუმბერგის ცნობით, აშშ-ში ბიზნესმა 50-მდე ღონისძიება გააუქმა, რომელსაც ჯამში მილიონამდე ადამიანი უნდა დასწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი