ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მძღოლებისთვის პარკირება უფასო იქნება.
სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი A კატეგორიის ტაქსებისთვის.
“ვინც არ ცხოვრობს და სხვა რაიონიდან მოდის მანქანით, შესაძლებლობა აქვს, 15 წუთი ისარგებლოს უფასო პარკირებით, ხოლო უკვე შემდეგ საათში 1 ლარი ექნებად გადასახდელი. პარკირების საშვების შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში იქნება შესაძლებელი, ასევე, ონლაინ – თბილისის პარკინგის გვერდზე და აპლიკაციის საშუალებით”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.