ახალი ამბები

ჩვენი კარი ღიაა მარგველაშვილისთვის – ხაზარაძე

10 მარტი, 2020 • 1068
ჩვენი კარი ღიაა მარგველაშვილისთვის – ხაზარაძე

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. ამის შესახებ ხაზარაძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა.

“ბატონ გიორგისთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენი პოზიციები ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ემთხვევა. კონკრეტული მისი შემოსვლის თემა ჩვენ არ განგვიხილავს, უბრალოდ შევთანხმდით, რომ ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს. ჯერ საკმაოდ დიდი დრო არის არჩევნებამდე. ჩვენი კარები ღიაა ბატონი გიორგისთვის თუ ის ესეთ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განმარტა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი