ახალი ამბები

“ლელომ”, შესაძლოა, ზოგ ოლქში კანდიდატი ოპოზიციის სასარგებლოდ არ წამოაყენოს

10 მარტი, 2020 • 1164
“ლელომ”, შესაძლოა, ზოგ ოლქში კანდიდატი ოპოზიციის სასარგებლოდ არ წამოაყენოს

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ ოლქებზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მაჟორიტარობის კანდიდატები მათთვის მისაღები იქნება, “ლელომ” კონსულტაციების საფუძველზე, შესაძლოა ამ კონკრეტულ ადგილებში საკუთარი კანდიდატები არ წამოაყენოს. ამის შესახებ ხაზარაძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა:

“ჩვენ ერთი მაჟორიტარი არ გვეყოლება, ჩვენ ჩვენს მაჟორიტარებს მათ დავასახელებთ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. შესაბამისად, თუ დავინახეთ, რომ ოპოზიციურ ფლანგს რომელიმე ოლქში ეყოლება მაჟორიტარი წარმოდგენილი, რომელიც პიროვნულად ჩვენთვის მისაღები იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ოცნებამ არ გაიმარჯვოს, არ გაიხლიჩოს ხმები, ოპოზზიციასთან კონსულტაციებს გავმართავთ. კიდევე რთხელ განვმარტავ, ვინ იქნება კანდიდატურა [ოპოზიციის]”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ “ლელო” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი