ახალი ამბები

კორონავირუსი: თსუ დისტანციური სწავლების კომპონენტის დამატებას განიხილავს

10 მარტი, 2020 •
კორონავირუსი: თსუ დისტანციური სწავლების კომპონენტის დამატებას განიხილავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ელოდებიან პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს ელოდებიან და ამავე დროს, ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება სასწავლო კურსებში ელექტრონული კომპონენტების დამატების თაობაზე. თსუ-მ ამის შესახებ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში განაცხადა.

თსუ-ს განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ წინასწარ განსაზღვრულ აკადემიურ ვადებს მიყვნენ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის თქმით, სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალები, პრეზენტაციები და ვიდეოჩანაწერები იტვირთება და ხდება მათი ტესტირება.

თსუ აგრეთვე აღნიშნავს, რომ სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს მიაწვდის გაკვეთილებს, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, ხოლო დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ-ს ვებ-გვერდზე, „ფეისბუქის“ გვერდზე და სტუდენტების პორტალ Lms.tsu.ge-ზე. სტუდენტები, თსუ-ს განცხადებით, აგრეთვე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

კორონავირუსის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეწყდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი