ახალი ამბები

როგორ აუნაზღაურებს Wizz Air მომხმარებელს გაუქმებულ ბილეთებს

10 მარტი, 2020 • 1200
როგორ აუნაზღაურებს Wizz Air მომხმარებელს გაუქმებულ ბილეთებს

Wizz Air -ის ინფორმაციით, იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების შემდეგ მომხმარებლებს ბილეთში გადახდილი ფულის დასაბრუნებლად რამდენიმე შესაძლებლობა ექნებათ.

საუბარია მოგზაურობის დროის ცვლილებაზე უფასოდ; ბილეთის საფასურის სრულად უკან დაბრუნებასა ან 120%-იანი ანაზღაურებაზე Wizz Credit-ზე. ავიაკომპანიამ იტალიის სხვადასხვა მიმართულებით ფრენები 3 აპრილამდე შეწყვიტა. მგზვავრებმა რომლებმაც ბილეთები სამოგზაურო სააგენტოებისგან შეიძინეს, მათ შორის, ონლაინ საააგენტოებისგან, ინფორმაციისთვის ამ კომპანიებს უნდა დაუკავშირდნენ.

“Wizz Air- მა დღეს განაცხადა, რომ 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ის აჩერებს იტალიის ყველა მიმართულებით ფრენებს ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადების საფუძველზე, რომლიც მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის მასშტაბური
გავრცელების პრევენციის გამო ქვეყანა ჩაკეტილია.

ფრენები Wizz Air– ის ყველა მიმართულებით იტალიაში (ალგერო, ბარი, ბოლონია, კატანია, ბერგამო, მალპენსა, ნეაპოლი, პიზა, რომი ციანპინო, რომა ფიუმიჩინო, ტურინი, ვენეცია ,ტრევისო, ვერონა) შეჩერდება 3 აპრილამდე,” – წერია კომპანიის განცხადებაში.


იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია, სულ მცირე, 9 172 ადამიანი. ჩინეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა აქ ყველაზე მეტია. აქედან გარდაცვლილია 463 ადამიანი, გამოჯანმრთელდა კი – 724.

კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ლაბორატორიულად დადასტურებულია 110 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა. საქართველოში 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი