ახალი ამბები

ნიდერლანდების პრემიერმა ხალხს ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მეცნიერს ხელი ჩამოართვა [ვიდეო]

10 მარტი, 2020 • 803
ნიდერლანდების პრემიერმა ხალხს ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მეცნიერს ხელი ჩამოართვა [ვიდეო]

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეებს მოუწოდა, ხელის ჩამორთმევისაგან თავი შეეკავებინათ და მისალმებისთვის რაიმე სხვა – მაგალითად, იდაყვების მიდება გამოეყენებინათ, შემდეგ კი გვერდით მდგომ პირს, რომელიც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელია, ხელი ჩამოართვა. ინფორმაციას ამის შესახებ NL Times ავრცელებს.

თუმცა, ხელის ჩამორთმევის შემდეგ, რუტემ „შეცდომა“ გამოასწორა და მეცნიერს იდაყვი მიადო.

ნიდერლანდებში კორონავირუსით დაავადების 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 4 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის 115 000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია დაახლოებით 4000 ადამიანზე მეტი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

იტალიაში ვირუსთან ბრძლის მზინით ქვეყნის პრემიერმა კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა. გადაიდო სპორტული და სხვა ღონისძიებები.

შეგიძლიათ გაეცნოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შედგენილ კორონავირუსგან თავდაცვის მეთოდებს:

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი