ახალი ამბები

საქართველოს სამხედრო ისტორიის შესახებ საჯარო სკოლებში არჩევითი საგანი შევა

8 აგვისტო, 2015 •
საქართველოს სამხედრო ისტორიის შესახებ საჯარო სკოლებში არჩევითი საგანი შევა

“იცით, რომ არსებობს სტანდარტი სამხედრო ისტორიისა, რომელიც შარშან შევიმუშავეთ, ხოლო ამის ირგვლივ შესაბამისი სახელმძღვანელო რესურსი არ განვითარებულა. თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზაობას, რომ ეს რესურსები ჩვენ მოგვაწოდოს, რომ ჩვენ ამას დავამუშავებთ და სკოლებს ექნებათ საშუალება, რომ კიდევ ერთი შინაარსიანი საგანი იყოს, რომელსაც სურვილის შემთხვევაში გამოიყენებენ. ეს არის არჩევითი საგანი, როემლიც სკოლამ შეიძლება აირჩიოს. სკოლაში გაჩნდება მნიშვნელოვან თემაზე ძალიან მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსი”, – განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

 

აღნიშნული სახელმძღვანელოს შემუშავება არის ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომლებსაც განათლების სამინისტრო იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებთან ხელმოწერილი მემორანდუმისა, რომლის მიზანი საგანმანათლებლო სისტემაში თვდაცვის სამინსიტროს მუშაობისა და ქართული ჯარის პოპულარიზაციაა.

 

განათლების მინისტრის თქმით, 2015 წლის სექტებრამდე გამოცხადდება კონკურსი, მოსწავლეებისათვის, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების თემატიკაზე. ასევე, მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, მოეწყობა ექსკურსიები სამხედრო დაწესებულებებში.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი