ახალი ამბები

ანონსი – 8 აგვისტო

7 აგვისტო, 2015 •
ანონსი –  8 აგვისტო

00:00 „ადამიანია კანონი თავისუფლებას“ წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. საკონტაქტო პირი: გიორგი ჭულუხაძე 571 47 47 40

 

09:15 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებს.

 

10:00 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჯარისკაცების საფლავების გვირგვინით შეამკობენ. 

 

10:30 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

11:30 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მემორიალის გვირგვინით შეამკობენ სოფელ შინდისთან.

 

11:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მისამართი: უზნაძის ქ. #52, განათლების სამინისტრო

 

13:00 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენას დაათვალიერებენ.

 

13:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია ეროვნულ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს.

 

13:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ფოტოგამოფენას დაესწრება.

 

13:30 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება.

 

13:30 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდს დაესწრებიან

 

14:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდს დაესწრება.

 

15:00  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ვაშლიჯვრის სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული ნეშტების დაკრძალვას დაესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი