ახალი ამბები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მთაზე ხანძარია

9 მარტი, 2020 • 1373
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მთაზე ხანძარია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მთაზე ხანძარია.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 4 ეკიპაჟი. უწყების განცხადებით, ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება არ მომხდარა.

ადგილობრივები „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობენ, რომ ხანძარი მძვინვარებს მთაზე, რომელსაც ადგილობრივები „ვაჟას გორას“ უწოდებენ.

მათი თქმით, ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეები – ადგილობრივები და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები იღებენ მონაწილეობას.

ისინი აღნიშნავენ, რომ ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარი და ადგილმდებარეობის სპეციფიკა უშლის ხელს, რომლის გამოც სპეცტექნიკა ვერ ახერხებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის მიღებას.

ხანძრებია გალში, ტყვარჩელსა და ზუგდიდშიც.


გარეკანის ფოტოზე: ხანძარის ამსახველი კადრი / ფოტო: Alexandre Tamaili Photos


 

მასალების გადაბეჭდვის წესი