ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში, ტყვარჩელსა და ზუგდიდში ხანძარია

9 მარტი, 2020 • 1866
გალში, ტყვარჩელსა და ზუგდიდში ხანძარია

9 მარტს, საღამოს საათებში გალში, ტყვარჩელსა და ზუგდიდში ხანძრები გაჩნდა.

ხანძარი გაჩნდა გალის სოფელ ხუმუშქურში.

ხუმუშქურის ხანძარი

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ხანძარია ტყვარჩელის გზაზეც. ჯერჯერობით აფხაზურ მედიაში არ იძებნება ინფორმაცია ხანძართან ან ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ზუგდიდს — ხანძარია ზუგდიდის სოფლების, ნარაზენისა და აბასთუმნის საზღვარზე. ამ ხანძრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე გაავრცელა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ.

იგი წერს, რომ სახანძრო მანქანები, მოსახლეობასთან ერთად, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სამეგრელოში მომუშავე გამოცემა „ლაივპრესის“ თანახმად, ბოლო დღეებში ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. გამოცემის ცნობითვე, ხანძრების გამომწვევ მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობას, უყურადღებობას და გაძლიერებულ ქარს ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი