ახალი ამბები

უსუფაშვილი: სანქციებზე ჩვენი გადაწყვეტილებები პარტნიორებთან იყო შეთანხმებული

8 აგვისტო, 2015 •
უსუფაშვილი: სანქციებზე ჩვენი გადაწყვეტილებები პარტნიორებთან იყო შეთანხმებული

“ჩვენი პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით უკავშირებდება საერთო კონტექსტს იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ, სად ვართ ჩვენ, რა საფრთხეები გვემუქრება, ვის იმედზე ვართ, თუკი საფრთხე დაგვემუქრა და რას გვირჩევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად რუსეთთან ჩვენ პოლიტიკასთან დაკავშირებით: საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას არ მიუღია, ბოლო 3 წლის განმავლობაში ვამბობ, არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინასწარ არ იქნებოდა შეთანხმებული, არ იქნებოდა გავლილი კონსულტაციები ჩვენს მთავარ პარტნიორებთან: ევროკავშირთან, ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან, აშშ–სთან.


ჩვენი არცერთი გადაწყვეტილება, რამეს მივუერთდით თუ არ მივუერთდით, რა პოზიცია დავიკავეთ, სადამდე გავყევით, რაში არ გავყევით, ეს არის ყველაფერი შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენს პარტნიორებს, ისევე როგორც ჩვენ, ძალიან კარგად გვესმის, რომ უკრაინასთან ერთად, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი არის საქართველო. საქართველო არის არა პოტენციური მსხვერპლი, ისე, როგორც ევროპის ქვეყნები და სახელმწიფოები, რომლებიც სანქციას აწესებენ, ან სხვა ღონისძიებებს მიმართავენ, არამედ არსებული მსხვერპლი – ეს ერთი, და მეორე, საქართველო ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, არის ყველაზე უფერო მოწყვლადი,”- აცხადებს უსუფაშვილი.

 

საქართველო ივნისში კვლავ მიუერთდა ყირიმსა და სევასტოპოლიდან ტვირთების იმპორტის შეზღუდვას და არა რუსეთის ტერიტორიიდან საქონლის დაბლოკვას. ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციის სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში მიიღო და საქართველო მას ევროკავშირის არაწევრ ზემოხსენებულ ქვეყნებთან ერთად იმავე წლის აგვისტოში შეუერთდა. ახლა კი მას შემდეგ, რაც სანქციების ვადა ევროკავშირმა გაახანგრძლივა, თბილისი მას ისევ შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი