ახალი ამბები

ამერიკელ მღვდელს, რომელსაც ასობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდგინდა

9 მარტი, 2020 • 1339
ამერიკელ მღვდელს, რომელსაც ასობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელს, რომლის მღვდელმსახურებასაც ასობით ადამიანი ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ეს ვაშინგტონის ოლქში ვირუსის პირველი შემთხვევაა, თუმცა მეზობელ შტატებში – ვირჯინიასა და მერილენდში დედაქალაქთან ერთად მთლიანობაში 9 დაავადებულის შესახებაა ცნობილი.

ქალაქის მერმა ეკლესიაში მყოფ პირებს მომხდარის გამო თვითიზოლაცია სთხოვა.

აშშ-ში კორონავირუსით ამჟამად დაახლოებით 500 ადამიანია დაავადებული, 19 კი გარდაცვლილია. მსოფლიოში დაავადებულია დაახლოებით 110 00 ადამიანი, გარდაცვლილი – დაახლოებით 3800.


გარეკანის ფოტოზე: ეკლესია, რომელშიც აღნიშნული მღვდელი მსახურობს / ფოტო: FOX 5 DC

მასალების გადაბეჭდვის წესი