ახალი ამბები

“დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს

9 მარტი, 2020 • 4418
“დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს.

აზარაშვილი “დელტას” თანამშრომლებს თავდაცივს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას “დელტას” პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.

“ჩვენი მთავარი მიზანია “დელტაში” მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველvყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “დელტას” თანამშრომლებთან შეხვედრისას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.


“დელტას” წინა ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ძოძუაშვილის თქმით, ეს პირადი განცხადების საფუძველზე გააკეთა და მუშაობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს.

უჩა ძოძუაშვილი “დელტას” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან 2016 წლის 18 მაისს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს, თუმცა 2017 წელს თანამდებობაზე აღადგინეს. მისი გათავისუფლების მიზეზად თავდაცვის სამინისტრო კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებდა. თუმცა ხიდაშელი აცხადებდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიზეზი იმ დიდი პრობლემისა, რომლის წინაშეც მინისტრობის პერიოდში იდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი