ახალი ამბები

სამედიცინო უნივერსიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციას გაითვალისწინებს

9 მარტი, 2020 • 1688
სამედიცინო უნივერსიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციას გაითვალისწინებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სახელმძღვანელოებში “ბიოეთიკა” და “სასამართლო მედიცინა” არსებული შესაძლო დისკრიმინაციული მონაკვეთების ამოღებას გეგმავს”, – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია სამედიცინო უნივერსიტეტმა მიაწოდა წერილობით შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

“სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი „ბიოეთიკისა“ და „სასამართლო მედიცინის“ სახელმძღვანელოებში არსებული შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების პერიოდისთვის სრულად იქნება გათვალისწინებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები და სტუდენტებს მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა „თანასწორობის მოძრაობის“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” განცხადებების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობას, სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით 4 მარტს მიმართა.

„თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ სახელმძღვანელოებში “ბიოეთიკა” და “სასამართლო მედიცინა” გამოყენებული იყო ტერმინები – „პედარასტია,“ „აქტიური პედარასტი,“ „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“.

სახალხო დამცველმა სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი