ახალი ამბები

კორონავირუსი : საზღვარგარეთ მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება

9 მარტი, 2020 •
კორონავირუსი : საზღვარგარეთ მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საზღვარგარეთ სამუშაო და სასწავლო ვიზიტები შეიზღუდება.

„სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ.

აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 51 პირი.

კორონავირუსი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში 110 ათას ადამიანს დაუდასტურდა ლაბორატორიულად, აქედან 62 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 800-ზე მეტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი