ახალი ამბები

კორონავირუსის ვაქცინასა და წამალზე 9 კომპანია მუშაობს – გეგმები და ვადები

9 მარტი, 2020 •
კორონავირუსის ვაქცინასა და წამალზე 9 კომპანია მუშაობს – გეგმები და ვადები

ახალი კორონავირუს COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინებსა და სამკურნალო მედიკამენტებზე მუშაობა მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ დაიწყო.

როგორც marketwatch წერს, მათ შორის არიან როგორც ამ მიმართულებით დიდი ისტორიის მქონე კორპორაციები, ასევე ბაზარზე ახლადგამოჩენილი კომპანიებიც:

კომპანია: გილიადი

ტიპი: პრეპარატი

ეტაპი: კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპი

სახელწოდება: remdesivir

“გილიადს” პრეპარატების დამზადების დიდი ისტორია აქვს. კომპანია ცნობილია ისეთი მედიკამენტების დამზადებით, როგორიცაა ც ჰეპატიტის სამკურნალო პირველი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული წამალი – “სოვალდი”. კომპანიას ასევე აქვს ისტორია აივ-ის პრევენციული მედიკამენტების (PrEP) შემუშავების სფეროში.

“გილიადს” უკვე დაწყებული აქვს მედიკამენტ remdesivir-ის გამოცდა კორონავირუსის სამკურნალოდ როგორც აშშ-ში, ისე ვუჰანში, ჩინეთში, სადაც ეპიდემიამ თავ დაპირველად იფეთქა. remdesivir გილეადმა ებოლას ვირუსთან საბრძოლველად რამდენიმე წლის წინ შექმნა.

როგორც კომპანია აცხადებს, ის ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ტიპის ცდას ატარებს:

  1. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს remdesivir-ის კვლევისთვის პაციენტების აღრიცხვა დაიწყო. შემთხვევითი, ორმაგი ბრმა მეთოდით და პლაცებოს ეფექტის კონტროლით გათვალისწინებული კვლევა მსოფლიოს 50 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულ 394 ადამიანს მოიცავს. კვლევის ეს მეთოდი გულისხმობს, რომ პაციენტთა ნაწილს აძლევენ საკვლევ მედიკამენტს, მეორე ნაწილს კი სხვა წამალს, რათა გააკონტროლონ პლაცებოს (თვითდარწმუნების) ეფექტი. მკვლევარმა არ იცის, უშუალოდ რომელი პაციენტი იღებს საცდელ მედიკამენტს. ასევე, არც პაციენტმა არ იციან, ისინი იღებენ უშუალოდ საცდელ მედიკამენტს, თუ   სხვა წამალს. კვლევის საბოლოო შედეგები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე 2023 წლის 1 აპრილისთვის იქნება ხელმისწავდომი;
  2. “გილეადმა” 3 მარტს განაცხადა, რომ იწყებს შემთხვევითი შერჩევით, ღია კვლევას COVID-19-ით ინფიცირებულ, საშუალო სიმძიმის 600 პაციენტზე. კვლევის ეს მეთოდი იმით განსხვავდება “ორმაგი ბრმა მეთოდით” ჩატარებული კვლევისგან, რომ პაციენტებმა იციან, რომ ისინი საცდელ მედიკამენტებს იღებენ, ასევე, მკვლევრისთვისაც ცნობილია საცდელი ობიექტის ვინაობა. აღნიშნული კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და პირველი შედეგები მალევე, უკვე მაისში იქნება ცნობილი;
  3. “გილეადი” შემთხვევითი შერჩევით, ღია კვლევას COVID-19-ით ინფიცირებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ 400 პაციენტზეც გამოცდის. მეორე კვლევის მსგავსად, აღნიშნილი შედეგებიც მაისში იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანია: გლაქსოსმიტკლაინი (GSK)

ტიპი: ვაქცინა

სახელი: AS03 ადიუვანტი სისტემა

GSK მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ვაქცინების შემუშავებაზე მუშაობს. ამ კომპანიას ეკუთვნის ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) და სეზონური გრიპის ვაქცინების შემუშავება. 3 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ იწყებენ პრეპარატზე მუშაობას, რომელიც  COVID-19-ისგან პაციენტებს დაიცავს. როდის იქნება პრეპარატი ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადიუვანტი არის ნივთიერება, რომელიც ანტისხეულების იმუნოჰენურობას ზრდის. ის გამოიყენება როგორც ვაქცინის ეფექტის გასაზრდელად, ისე თითოეულ დოზაში ვაქცინის რაოდენობის შესამცირებლად.

კომპანია: ინოვიო ფარმასუტიკალსი (INO)

ტიპი: დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა

ეპატი: კლინიკამდელი

სახელი: INO-4800

INO-მ უკვე დაიწყო ვაქცინის დასამზადებლად საჭირო კლინიკამდელი ტესტირება. კომპანია იმუნოთერაპიისა და ვაქცინაციის სფეროში მუშაობს, თუმცა ამ დრომდე არ აქვს არცერთი პრეპარატი გამოშვებული. კლინიკამდელი ტესტირება 23 იანვრიდან 29 თებერვლამდე მიმდინარეობდა და კომპანია ახლა გეგმავს აპრილში აშშ-ში 30 მონაწილით დაკომპლექტებული კლინიკური ტესტირების დაწყებას.

ასევე იგეგმება ადამიანებზე ტესტირება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. კომპანიის განცხადებით, სამ ქვეყანაშ ტესტირების დასაწყებად ვაქცინის 3 000 დოზა აქვთ გათვალისწინებული. INO-ს წარმოამდგენლების თქმით, ტესტირების პირველი შედეგები შემოდგომაზე იქნება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

კომპანია: ჯონსონი და ჯონსონი (JNJ)

ტიპი: ვაქცინა

სახელი: TBD

11 თებერვალს JNJ-მ განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქციაზე იწყებს მუშაობას.  JNJ არის კომპანია,  რომელმაც ებოლას ექსპერიმენტალური ვაქცინა შექმნა. კომპანია გეგმავს პირველი ეტაპის ტესტირების 2020 წლის მიწურულს დაწყებას.

კომპანია: კორპორაცია მოდერნა

ტიპი: ვაქცინა

ეტაპი: კლინიკამდელი

სახელი: mRNA-1273

23 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ დაფინანსება მოიპოვეს და COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობას იწყებენ. 24 თებერვალს კი თქვეს, რომ აშშ-ში პირველი ეტაპის ლინიკური ტესტირებისთვის ნიმუშები უკვე გაგზავნეს.

21 თებერვალს კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 19 მარტს 45 ჯანმრთელ პაციენტზე დაიწყებენ პრეპარატის გამოცდას. სავარაუდოდ, ტესტირება 2021 წლის ივნისში დასრულდება. მონაწილეების შედეგებს ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

კომპანია: კორპორაცია რეჯენერონ ფარმასუთიკალსი (REGN)

ტიპი: პრეპარატი

ეტაპი: კლინიკამდელი

4 თებერვალს REGN-მა განაცხადა, რომ პრეპარატზე იწყებს მუშაობას. კომპანია პრეპარატს კლინიკამდელი ტესტირების ფარგლებში, წამალს თაგვებზე ამოწმებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წამლის ადამიანებზე ტესტირება 2020 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

კომპანია: სანოფი SNY

ტიპი: ვაქცინა

ეპატი: კლინიკამდელი

კომპანიამ მწვავე რესპორატორული სინდრომის ვაქცინაზე მუშაობა COVID-19-ის წინააღმდეგ 18 თებერვალს დაწყო. ფრანგულ კომპანიას ვაქცინებზე მუშაობის დიდი ისტორია აქვს. პირველი ეტაპის კლინიკური ტესტირების დაწყება 2021 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე პერიოდში იგეგმება.

კომპანია: ტაკედა ფარმასუტიკალსი (TAK)

ტიპი: პრეპარატი

ეტაპი: კლინიკამდელი

სახელი: TAK-888

TAK იაპონური კომპანიაა, რომელმაც პრეპარატზე მუშაობა 4 მარტს დაიწყო. კომპანიის თქმით, პრეპარატის დასამზადებლად მათ სჭირდებათ ადამიანების პლაზმა, რომლებმაც ახალი კორონავირუსი გადაიტანეს ან ვინც მის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა ასეთის შემუშავების შემთხვევაში.

კომპანია: VIR

ტიპი: პრეპარატი

ეტაპი: კლინიკამდელი

კომპანიამ პრეპარატზე მუშაობა 25 თებერვალს დაიწყო და გეგმავს მონოკლონალური ანტისხეულებით COVID-19-ის მკურნალობას. თუ პრეპარატი ტესტირებას გაივლის, ის საწყის ეტაპზე ჩინეთში დაინერგება.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში 110 ათას ადამიანს დაუდასტურდა ლაბორატორიულად, აქედან 62 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 800-ზე მეტი. საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი