ახალი ამბები

ნავთობის ფასი დაეცა, რუბლი გაუფასურდა

9 მარტი, 2020 • 1854
ნავთობის ფასი დაეცა, რუბლი გაუფასურდა

ნავთობის ფასები 1991 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა. ერთი ბარელი Brent-ის ფასი ლონდონურ ბირჟა ICE-ზე 31 დოლარი ღირს.

როგორც CNN იუწყება, ბოლოს ასეთი შემთხვევა 1991 წელს დაფიქსირდა, როცა აშშ-მა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთმა და ოპეკმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე. აპრილიდან ნავთობის მოპოვებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

რუსეთმა უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპეკის მოთხოვნა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ასე ოპეკის ქვეყნებს სურდათ, დახმარებოდნენ სანავთობო ბაზარს, რომელსაც კორონავირუსის გამო ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამასთან ერთად, საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ზომა მიიღო და აპრილში თავისი ნავთობის ფასს ბარელზე 6-8 აშშ დოლარს დააკლებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზანი ბაზარზე თავისი წილის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლაა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად გაუფასურდა რუსული რუბლიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი