ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 15-მდე გაიზარდა

9 მარტი, 2020 • 1351
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 15-მდე გაიზარდა

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა შემთხვევები 15-მდე გაიზარდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 141 პაციენტი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 51.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი კონტაქტში იყო იტალიურ კლასტერთან, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოსული პირია, რომელსაც ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი