ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში 8 მარტის აქციის მონაწილეები დააკავეს

9 მარტი, 2020 • 2123
ბაქოში 8 მარტის აქციის მონაწილეები დააკავეს

ბაქოში ფემინისტური მოძრაობის მარშს, რომელიც იმართებოდა ლოზუნგით “ნუ მოითმენ ძალადობას, არ გაჩუმდე ძალადობაზე”, პოლიციამ ხელი შეუშალა.

იქამდე სამართალდამცველებმა მარშის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და ვიწრო ქუჩებში გასასვლელები კორდონებით ჩახერგეს.

პოლიციას არ დაუკავებია მარშის მონაწილე ქალები, თუმცა დააკავა მათი მხარდამჭერი 39 კაცი, რომელიც გაარიდეს აქციას და ქალაქგარეთ დატოვეს. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.

ქალებმა ბაქოს ქუჩებში 8 მარტის მარში რამდენიმე დღით ადრე დააანონსეს და ქალაქის მერიას სანქციისთვის მიმართეს. თუმცა, მათ უარი უთხრეს ბაქოს ცენტრში ღონისძიების გამართვაზე და ალტერნატივად ბაქოდან 35 კილომეტრში არსებული დასახლება შეთავაზეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ და მარშის ბაქოში გამართვა გადაწყვიტეს.

ფოტო: meydan.tv

ფოტო: meydan.tv

 

მასალების გადაბეჭდვის წესი