ახალი ამბები

სექტემბრიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელზე კონსულტაციები დაიწყება

6 აგვისტო, 2015 •
სექტემბრიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელზე კონსულტაციები დაიწყება

“სექტემბრის თვიდან ჩვენ წარვუდგენთ უკვე ჩვენს მოსაზრებებს კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებს, იმიტომ რომ ნამდვილად ეს საკითხები დასახვეწია, ნამდვილად, ეს საკითხები საჭიროებს უფრო სიღრმისეულ რეგულაციებს, რაზედაც უკვე ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ სექტემბრიდან დაიწყება კონსულტაციები მთავრობაში, დაიწყება კონსულტაციები სასამართლოსთან, დაიწყება კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ერთიანად კარგი ეფექტური მოდელი მივიღოთ. ისეთი, რომელსაც შემდგომში 5 დღეში კიდევ არ შევცვლით,”– თქვა კახა კახიშვილმა NGO–ებთან შეხვედრის შემდეგ. 

 

ამჟამად, პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს ადგილობრივი საბჭოები წყვეტენ.  საბჭოს დებულებას, ისევე როგორც წევრთა რაოდენობას, სასჯელაღსრულების მინისტრი ამტკიცებს. საქართველოში 5 ასეთი საბჭო მუშაობს: 2 ადგილობრივი საბჭო აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო და ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო.

 

საბჭოს მუშაობის მექანიზმს, კერძოდ იმას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა საბჭოს წევრიც აკრიტიკებდა. კახი კახიშვილი ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში აცხადებდა, რომ ამ კუთხით საქართველოსთვის საუკეთესო მოდელის შესამუშავებლად კვლევა უკვე დაწყებულია. 

 

არასამთავრობოებისა და მინისტრის შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, 3 საათის განმავლობაში მინდინარეობდა.

 

კახი კახიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დასახეს პრიორიტეტები, თუ როგორ აპირებდნენ სამომავლო თანამშრომლობას.

 

“მირჩევნია გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას პირდაპირ მივიღო ინფორმაციები და პირდაპირვე დავსახით ეფექტური თანამშრომლობის გეგმები,”– აცხადებს მინისტრი. 

 

გარდა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელისა, შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, საუბარი შეეხო ციხეებში საზოგადოებრივ მონიტორინგსაც. კახა კახიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შემოთების შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს შესაბამისი კრიტეტიუმები.  

 

“აი ხვალ რომ ვთქვა, რომ იქმნება საზოგადოებრივი მინიტორინგი, ნახავთ თქვენ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთაც არც იციან საერთიდ ციხე სად იმყოფება, ისინიც კი მოვლენ, იტყვიან მონიტორინგში გვინდაო. ამიტომ, კრიტერიუმები უნდა იყოს შემუშავებელი, რისთვის შედიხარ, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, სად უნდა გაავრცელო ინფორმაცია, როგორ უნდა გაავრცელო,”- ამბობს კახა კახიშვილი.

 

არასამთავრობოებთან შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში. ფოტო/ნეტგაზეთი
არასამთავრობოებთან შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში. ფოტო/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი