ახალი ამბები

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაში დეზინფექცია ჩაატარეს

7 მარტი, 2020 • 1789
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაში დეზინფექცია ჩაატარეს

კორონავისურის პრევენციის მიზნით, მშვიდობის კათედრალში (საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია) საკვირაო წირვის წინ მთელ შენობასა და დამხმარე ნაგებობებს დეზინფექცია გაუკეთეს.

მშვიდობის კათედრალის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო სამსახურს დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რომ მოეხდინა დეზინფექცია, რადგან არცერთმა საქალაქო დაწესებულებამ დეზინფექციაზე პასუხისმგებლობა არ იკისრა.

“ბოლოს იძულებული გახდა მშვიდობის კათედრალი, რომ კერძო კომპანია დაექირავებინა იმ შენობის დეზინფექციისთვის, სადაც კვირაობით 4-5 წირვა ტარდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ოსურ ენებზე და მრავალი ადამიანი ესწრება
ღვთისმსახურებას”, – ნათქვამია მშვიდობის კათედრალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი