ახალი ამბები

კორონავირუსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღება ზღუდავს

7 მარტი, 2020 • 1673
კორონავირუსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღება ზღუდავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები. ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

“თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@president.gov.ge. აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი