ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ

7 მარტი, 2020 • 1813
“თავისუფალი დემოკრატები” აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” მხარდაჭერას მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, უპირველესად, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს.

“ყოველთვის ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ რეპრესიული მანქანა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აამოქმედა.

“ხელისუფლებას სურს, რომ მედიაში არ ან ნაკლებად ისმოდეს კრიტიკული აზრი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. თანამშრომელთა გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ამის წარმოჩენა ე.წ. რეფორმად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ, პროფესიონალ ინდივიდებს, არამედ ინსტიტუციებსაც. დეინსტიტუციონალიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების “რუსული ოცნება” და მისი – ივანიშვილის – მიზანია, საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257977/

მასალების გადაბეჭდვის წესი