ახალი ამბები

ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია – ამირან გამყრელიძე

7 მარტი, 2020 • 2600
ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია – ამირან გამყრელიძე

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორია, კორონავირუსი, სავარაუდოდ, იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომლებისგან გადაედო.

“არაფერი დასამალი არ არის. ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი მისი თანამშრომლები არიან და ორშაბათს საღამოს ჩემს შვილთან გახლდნენ სხდომაზე. დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა დაინფიცირება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე თავდაპირველად თვითიზოლირებული იყო, პირველი ტესტი კორონავირუსზე საეჭვო აღმოჩნდა და კვლევა რამდენჯერმე ჩაუტარდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მისი შვილი “ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში” მკურნალობს. მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებული 11 პაციენტი იმყოფება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, მეთორმეტე კი – სხვა ინფექციური პროფილის საავადმყოფოში.


კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისგან ერთ-ერთი დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძეა. ის სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მმართველი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორია და კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ, კორონავირუსიით დაინფიცირებულ მე-4 პაციენტთან.

“ავადმყოფობა სირცხვილი არ არის” – ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი