ახალი ამბები

იტალიური კლასტერის 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინაროებს – გამყრელიძე

7 მარტი, 2020 • 1870
იტალიური კლასტერის 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინაროებს – გამყრელიძე

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას.

გამყრელიძის თქმით, იტალიიდან დაბრუნებული ადამიანები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხეა, ამ ადამიანებმა სომპტომები არ უნდა დამალონ და 2-კვირიანი კარანტინი გაიარონ.

გამყრელიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეოსბ იმ ადამაინების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთვევებთან.

“ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. სულ ამ იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 76 ადამიანია შესწავლილი და 50-ის შესწავლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი